19:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 17:36:17, 1047 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაღუპულია 50-მდე ადამიანი

ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში რუსებმა სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მას მიზანმიმართული ტერორისტული აქტი უწოდა.

"სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. კუპიანსკის ოლქი, ხარკოვის ოლქი. ამ დროისთვის ცნობილია 48-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! დაჭრილებს დახმარებას უწევენ...

რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს დღემდე უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელი მსოფლიოსთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ერს, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში!", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics