20:58 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 16:37:12, 743 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ბჟანიას განცხადებაზე - ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების მარცხზე მეტყველებს

რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიას განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს, "რეაგირება მოახდინოს ან თუნდაც შეიმჩნიოს რუსეთის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსებაა".

"რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.

საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს, რეაგირება მოახდინოს ან თუნდაც შეიმჩნიოს რუსეთის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.

ამის ნაცვლად, „ოცნება'' დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია, დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას",- წერს გახარია.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics