|
2023-10-05 10:07:31, 1196 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ავლაბარში მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება
ბაზისბანკის მიერ გრძელდება დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება. „არსენალი რეზიდენსი“ მოიცავს 4 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. ბაზისბანკის მიერ პროექტის განსახორციელებლად გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. ბინების გარდა, კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა და ფიტნესის სივრცეები, 500 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ სასურველი სერვისი. პროექტის პირველი ბლოკი 2024 წლის დეკემბერში სრულდება და მობინადრეებს პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სარგებლობას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ. “არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს. ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის“, -აცხადებს არსენალი რეზიდენსის დირექტორი, ლევან ქარუმიძე. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)