|
2023-10-04 18:01:24, 611 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე
ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობა და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების რეალიზება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით უნდა იქნას გამოყენებული პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების ყველა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა. „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკისა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკის შესახებ. „აღსანიშნავია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი. შეთანხმებას ხელი 2023 წლის 10 ოქტომბერს მოეწერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი). ამასთან, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან ხელმოწერილია მემორანდუმები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მისი თქმით, კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)