|
2023-10-04 14:43:44, 707 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკის ჩართულობით და კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2023 წლის 1 ოქტომბერს, თბილისიმარათონი გაიმართა. თბილისიმარათონმა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. ის 3 გარბენისგან შედგებოდა:
მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. ამჯერად, ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ კასპის სოციალური სერვისის 6–18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოახმარს და ადგილობრივად ხელმისაწვდომი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, როგორებიცაა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, რეაბილიტაცია/აბილიტაცისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამები. ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. წლევანდელ გარბენში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა შორის იყვნენ უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. 2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია. შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, RaceResults-ის ოფიციალური სისტემით ხდება.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)