13:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 12:48:36, 525 ნახვა

საზოგადოება
ფემიციდის ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის, სახალხო დამცველის აპარატის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიების პრეზენტაციები წარმოადგინეს და ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკის წარმოების გაეროს 2022 წლის მეთოდოლოგიური ჩარჩო დოკუმენტი განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფემიციდის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოების საკითხს.

ასევე, ფემიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით ერთიანი, სრულყოფილი და სეგრეგირებული მონაცემების აღრიცხვის და ფემიციდის მონიტორინგის მიმართულებით, დაიგეგმა უწყებების კოორდინირებული სამომავლო საქმიანობა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ფემიციდიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენცია.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის განმავლობაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს, სწავლობს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს. დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშები 2014-2022 წლებში ფემიციდის დანაშაულების მონიტორინგის შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics