09:28 - 30 Oct, 2026
|
2023-10-04 12:12:33, 967 ნახვა
მსოფლიო
DW - გერმანია 6 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, არალეგალი მიგრანტების სწრაფ დეპორტაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
გერმანია საქართველოსთან, მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთსა და ყირგიზეთთან "მიგრაციული პარტნიორობის" შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. როგორც გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, "საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის". "2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნით 7 405 განცხადება შეიტანეს, მოლდოვას მოქალაქეებმა - 2 124. გარდა ამისა, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს თბილისისა და კიშინიოვის მთავრობებმა",- წერს Deutsche Welle.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)