|
2023-10-04 11:11:11, 626 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - შეცდომაში არიან შესული, ან გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე
მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე - აქ შტერი არავინ არის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა USAID-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. ზარქუას თქმით, ქვეყანაში "რევოლუციური ტალღები" აღკვეთილი იქნება. „რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ - აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს იცოდეს ყველამ. როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ“,- თქვა ზარქუამ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, საქართველოში ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. სუს-ის ინფორმაციას იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დიპლომატიურმა უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)