|
2023-10-04 10:19:17, 975 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 188 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 138 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არარეგისტრირებული სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 27, აჭარაში - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 23, შიდა ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 5, ქვემო ქართლში კი - 1. „ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 089 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)