10:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 02:09:03, 707 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სენატმა თანაპარტიელი რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კევინ მაკკარტის სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებას. შესაბამისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ 216 კონგრესმენმა მისცა ხმა.

ამის შესახებ, კენჭისყრის დროს გახდა ცნობილი, რომელიც ინტერნეტით გადაიცემოდა. გადაგომის წინააღმდეგი 210 ადამინი იყო

ამრიგად, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი გახდა წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერი აშშ-ს ისტორიაში, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, წერს The Guardian.

შეგახსენებთ, რომ მაკარტის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მეტ გეტსმა წამოაყენა. ის უკმაყოფილო იყო იმით, რომ მაკარტი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის გავლა, რათა თავიდან აიცილოს დახურვა ე.წ ლოკდაუნი. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, რომ სავარაუდოდ დათანხმდა ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაზე" უკრაინის დასაფინანსებლად.

კევინ მაკკარტი 269 დღის განმავლობაში მსახურობდა პალატის სპიკერად, სანამ სამშაბათს ხმების უმრავლესობით გაათავისუფლეს.

მისი სპიკერობის ვადა დაიწყო 2023 წლის 7 იანვარს და გაგრძელდა დღემდე - იგი მეორე ყველაზე მცირეხნიანი სპიკერია ქვეყნის ისტორიაში.

უმოკლეს ვადის რეკორდი რეპუბლიკელ მაიკლ კერის ეკუთვნის  რომელიც 257 დღის განმავლობაში მსახურობდა სპიკერად. კერი სპიკერის თანამდებობაზე გარდაიცვალა 1876 წლის 19 აგვისტოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics