|
2023-10-03 16:12:17, 721 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო - ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან
ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან - ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA). "სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ სიჭინავამ კანადაში, ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც აიტვირთა ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD). ღია გასაღებების დირექტორია არის დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას. ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას. შედეგად, ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან. მონრეალში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყება, რეგულარულად მონაწილეობს, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს",- ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)