|
2023-10-03 11:57:30, 598 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი აბასთუმანში მშენებარე სასტუმროების ინვესტორებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების, მათ შორის რესტორნებისა და გასართობ-დასასვენებელი სივრცეების ინვესტორებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მხარის რწმუნებულის წარმომადგენელი. საკოორდინაციო შეხვედრაში 10-მდე სხვადასხვა ობიექტის ინვესტორი მონაწილეობდა. “შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული სამშენებლო სამუშაოები. აბასთუმანში მიმდინარე მსხვილი პროექტების ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება. თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დავითაშვილის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართულები არიან კურორტის რეაბილიტაციაში. „ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს. აღსანიშნავია რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენს მიერ გაცხადებული გეგმით, კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს", - აღნიშნა დავითაშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)