|
2023-10-02 19:04:24, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, ევროკავშირის წევრობაა
უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინელი სამხედროების წვრთნის გზით. კერძოდ, უახლოეს თვეებში იგეგმება 40 ათასი უკრაინელი სამხედროების მომზადება, მათ შორის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა. ახლა უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა და ის წინ მიწევს ამ გზაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)