21:57 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 15:25:22, 994 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სუს-ის განცხადება პრევენციული ხასიათისაა - იმედია, USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან ახსნა-განმარტებას მოვისმენთ

სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ, ნუ მისცემენ უფლებას, თავი გამოაყენებინონ ასეთ დესტრუქციულ ძალებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან შესაბამის ახსნა- განმარტებებს ელოდებიან.

„კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. მე ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, რა თქმა უნდა, დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics