15:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 15:02:01, 653 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის - „კომუნიკაცია მედიასთან“ ფარგლებში, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH -ის  მხარდაჭერით განხორციელდა.

სემინარი გახსნეს და  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ.

მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

"მოხარული ვარ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც  მედია საშუალებებთან  მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო  სისტემა, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, ასევე ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა,  ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვავ იმედს, რომ  ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის“,- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.

სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

ამასთან, მედია-ტურის მონაწილეებმა, კომპანია NUCTECH -ის მიერ წარმოებული უახლესი რენტგენული ინსპექტირების სისტემები დაათვალიერეს და კინოლოგიის ცენტრის ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის  "დონას" მონაწილეობით,  სიმულაციური აღმოჩენის პროცესს  დაესწრნენ.

აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ირაკლი თევდორაძე და კიაზო ახალაია, ასევე მეთოდოლოგიისა და საბაჟო დეპარტამენტების სხვა ხელმძღვანელი პირები.

საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics