11:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 13:37:43, 831 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი ზურაბიშვილს - პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო

პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!- ასე მიმართავს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კარასინი განცხადებას Telegram-ზე ავრცელებს და ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს რუსეთს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენეთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია ან მალტა? 

უფრო ადვილი არ არის გავიხსენოთ, ცივი ომის დასრულების შემდეგ და იმ დაპირების შემდეგ, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, როგორ დაიწყეს NATO-ს სამხედრო პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება.

აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია.

ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის დაშინება!"- წერს კარასინი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ "თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან საქართველოს დაესხმება", ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics