|
2023-09-30 15:13:34, 626 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგზე - აუდიტმა მოკვლევა დაიწყო
გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეში ჩართულია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. "საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში". - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მომხმარებელმა მუქარის შემცველი წერილი გაავრცელა. მისივე თქმით, მე-9 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ემუქრებოდნენ და ჩაგრავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე მუხლითაა დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)