11:59 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 13:27:38, 703 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, პენსიონერებს სესხები უნდა გაუნულდეთ

საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ უნდა დასრულდეს, პენსიონერებს უნდა გაუნულდეთ სესხები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა ფორუმზე განაცხადა.

პენსიონერთა ფორუმზე განიხილება კამპანიის ინიციატივები - საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში და 400-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს პენსია და დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომაც არის  ფორუმი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ.

მეორე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics