|
2023-09-30 10:41:23, 810 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე - გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში ვუმასპინძლოთ 6 მილიონ ტურისტს და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა
ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება იმართება. ბათუმი ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას მასპინძლობს. საზოგადოებას სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიმართა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ტურიზმის დინამიკაზე ისაუბრა. ,, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ წელს აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30 წლის იუბილე, რაც ამ ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულოს და ღირსშესანიშნავს ხდის. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მისი უნიკალური ანბანი, კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და გამორჩეული ბუნება აღიარებულია იუნესკოს მიერ და დროში გამოგზაურებთ. ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-იან, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია მომავალი წლისთვის ორმაგი, ხოლო 2025 წლისთვის - სამმაგი მაჩვენებელი გვქონდეს. გვსურს მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა ექვსი მილიონი ტურისტისთვის, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა, მზად ვართ გულდასმით შევასრულოთ გეგმის ყველა ეტაპი, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ტურისტული ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაზე, რათა ბათუმი, აჭარა გახდეს 4 სეზონის მიმართულება"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)