|
2023-09-29 16:23:21, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან
„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „ვაგნერელთა“ ძალები დონეცკის ოლქის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული. "სავარაუდოდ, [„ვაგნერელები“] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალების ნაწილებსა და სხვადასხვა დაჯგუფებებში გადაიყვანეს. „ვაგნერელთა“ ძალები დონეცკის ოლქის, ბახმუტის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული. მათი გამოცდილება, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება ამ სექტორში [ბახმუტთან]. ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას. ისინი ["ვაგნერელები"] ზამთარში ამავე ტერიტორიაზე იბრძოდნენ",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება 24 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, აჯანყება შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)