|
2023-09-29 15:00:07, 570 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. "ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა 329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211 465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)