|
2023-09-29 11:55:57, 572 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება
საქართველოს მასშტაბით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით (პროექტის - "საზღვრის და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის") განხორციელდა. უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ. როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, უწყების მოდერნიზაციის მიმართულებით, არაერთი დახმარება განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში. „კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი ახალი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედეგიანია და ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გამოყენებული იქნება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესების მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატს", - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროდელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, IOM-ის საქართველოს ხელმძღვანელი, სანია დასელებიჩ ლუკოვაკი, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)