12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 23:58:16, 637 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო

მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა "ღამის მთავარში" განაცხადა.

ნიკა გვარამია განმარტავს, რომ მისი ადგილი არის იქ, სადაც "ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად, სხვადასხვა მეთოდებით იბრძვიან".

"ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები... მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების. ეს არის ის, რისი თქმაც მინდა... მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ.

ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას.

მე მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მე მინდა, რომ დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics