|
2023-09-28 19:09:55, 1337 ნახვა
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო თათბირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: "თათბირზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მოქმედი სპორტული კლუბების მიღწევებზე. ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის - "ტაო" ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს კლუბის აქტივობების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. ამასთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო რწმუნებულისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)