|
2023-09-27 18:17:08, 1917 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაური დანიელ ზმეკო იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალ დანიელ ზმეკოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. "ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ დანიელ ზმეკოს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)