12:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 16:54:19, 818 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანული მედია - მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას.

"27 სექტემბერს, ლაჩინის გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი, 1968 წელს დაბადებული, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. ის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში გადაიყვანეს",- აღნიშნულია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან მოხსნეს.

ვარდანიანი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წელს კი, რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად არაღიარებულ მთიან ყარაბაღში გადავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics