22:17 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 14:05:10, 951 ნახვა

საზოგადოება
კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე, "დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორის არჩევნების პროცედურა" შეწყდა.

"ყველა ველოდებოდით ამას, მე განსაკუთრებით იმიტომ, რომ რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდებოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. შევეცდებით ყველა ერთად, გადავწყვიტოთ ეს რაღაცები და ერთპიროვნული არ იყოს ეს, მთავარი ძალა აქვს ხალხს გადაბარებული. დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო და არც პირველი არ არის, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება",- განაცხადა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გუშინ, 26 სექტემბერს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics