|
2023-09-27 13:31:10, 820 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი იწყება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპზე მსურველთა რეგისტრაცია იწყება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ახალი პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესს - კადრების მოძიებაში. „გვაქვს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ვახორციელეთ მათ გადამზადებას, პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით. 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ვაცხადებთ დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას. ბიზნესთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა მიმართულებით ეძებენ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ სამუშაოს შეასრულებს“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებშიმ არსებულ 40-ზე მეტ სპეციალობას, წელს ორი ახალი კურსი დაემატება. „პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში. წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები“,- აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია თბილისში რეგისტრაცია და სრულწლოვანება, კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა, სასწავლო პროცესი კი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. „აქვე მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 8 000-მდე ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ძალიან მაღალი მაჩვენებლია, თუმცა არსებობს რესურსი, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გავზარდოთ და დასაქმების შესაძლებლობა მეტ ადამიანს მივცეთ“,- განაცხდა კახა კალაძემ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)