|
2023-09-27 13:11:37, 884 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის „საქართველოს ბანკისა“ და EBRD - ის ფინანსური ინვესტიციით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქარხანაში დამონტაჟდა 360 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები. კომპანია 2024 წლისთვის მზის პანელების დამატებას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე ეტაპობრივად გადასვლას გეგმავს. „ვაინ კახეთი“ ღვინის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის არის რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე დიდი წარმადობის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთის რეგიონის საუკეთესო ზონებში საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია 200 - ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. „ვაინ კახეთი“ „საქართველოს ბანკთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს და არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად. ბანკის მხარდაჭერით, 2019 წელს, „ვაინ კახეთის“ შვილობილმა კომპანია „ვივიმ“ ვენახები გააშენა, ხოლო 2021 წელს, ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ, სასაწყობე ფართი მოვაწყვეთ და რეზერევუარები გავმართეთ. მოხარული ვართ რომ ბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას ახალ წამოწყებებში და ამის დასტურია უკვე მესამე ერთობლივი პროექტი. ჩვენც არ ვჩერდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბიზნესს“, - განაცხადა ლევან ზილფიმიანმა, „ვაინ კახეთის“ დირექტორმა. „გარემოზე ზრუნვა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მრავალი წელია მხარს ვუჭერთ აღნიშნული მიმართულების განვითარებას და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების წახალისებას. სწორედ ამ მიზნით და ჩვენი მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული. მოხარულები ვართ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ვაინ კახეთთან“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც კარგად ესმის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ზიანის შემცირების მიზნით მათ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქარხნის მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ვახორციელებთ და მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ კომპანიის სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდენენ. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალი პროექტების მხარდაჭერას მწვანე მიმართულებით“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)