|
2023-09-27 13:10:07, 796 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. „გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მოხდა სწრაფი რეაგირება და უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის მობილიზება წუხელვე მოხდა. არის ვარაუდი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა, რამაც გზის ფუნდამენტი გამორეცხა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)