|
2023-09-27 12:12:33, 810 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყბის ცნობით, კონფერენციას IAEA-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა. "დელეგატებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აირჩიეს. რაფაელ მარიანო გროსიმ სააგენტოს ოთხი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. გენერალურმა დირექტორმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ბირთვული ენერგიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ბირთვული ტექნოლოგიის მნიშვნელობას პლასტიკით დაბინძურების შემცირებაში. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, IAEA არის მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი. მხოლოდ 2022 წელს, სააგენტო 149 ქვეყანას სურსათის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში დაეხმარა. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციაზე საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)