|
2023-09-27 10:34:17, 673 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ძალიან სუსტია დღეს რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, რომ შეიძლება ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ
ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ეს თითქოს იძლევა დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ჩვენ თავს ვერ დავიმშვიდებთ, მათ შორის იმის გამოც, რომ ეს სისუსტე ხშირად მეტ რისკს შეიცავს ხოლმე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "შესაძლოა, სწორედ სისუსტის გამო წავიდეს ოპოზიცია ყველაფერზე, ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე და პრევენციული ზომების მიღება". „ადამიანური ბუნებაც და ადამიანთა ერთობის ბუნებაც ასეთია, ხანდახან სისუსტის პირობებში უფრო საშიში შეიძლება გახდეს ადამიანი. მაგალითად, შეიძლება უფრო ადვილად გაისროლოს, უფრო რადიკალურ ნაბიჯზე უფრო მარტივად წავიდეს ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანუ, ხანდახან სუსტი უფრო მძიმე დანაშაულზე მიდის ხოლმე ვიდრე ძლიერი ადამიანი - ეს ადამიანური ბუნებაა, ამიტომ, სისუსტემ არ უნდა დაგვამშვიდოს. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია დღეს ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, რომ ისინი შეიძლება ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ. ამიტომ, არ უნდა ვიყოთ ჩვენ ზედმეტად დამშვიდებული და მათი ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ყველაფერს სჭირდება სათანადო პრევენციული ზომების მიღება. მათთვის არის თვითმიზანი, რომ ქვეყანა არიონ, ხელისუფლება შეცვალონ. რისთვის უნდა ოპოზიციას ეს ყველაფერი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, შესაბამისად, სიფრთხილეა საჭირო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)