|
2023-09-26 19:17:24, 741 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტი საქართველოში დეპოლარიზაციას არ დაეხმარება, პირიქით, ის პოლარიზაციას გამოიწვევს
იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას თავად ესწრეობდა და აღნიშნავს, რომ შეესწრო სალომე ზურაბიშვილის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. "[საკითხი] საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას", - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)