13:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 16:59:37, 670 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - როდესაც საუბარი უკრაინის სამხედრო დახმარებას ეხება, ფრთხილები ვართ, რადგან ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს. 

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი და უზრუნველყო მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა. 

„როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მისივე შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა რუსეთამდე მივიდეს ნათელი გზავნილი, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის მისაღები.

„ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში, სადაც კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, სამხედრო ინციდენტები ყარაბაღში, რუსეთის დომინანტური სამხედრო პოზიციები, ეკონომიკური გამოწვევები. გვჯერა, რომ რეგიონის თავისუფლების მოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა საჭირო რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონი არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics