13:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 13:55:06, 574 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ენმ-ი ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

"თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რაც კანონმდებლობაში არის მოცემული. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით... 

თავიდანვე ვთქვით, რომ "ქართული ოცნების" ხმები არ არის საკმარისი, რომ იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს. ამის მერე მოხდა რა? ამის მერე რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს ღია ეთერში - შეწყალება ან იმპიჩმენტი. რა მოლაპარაკებები იყო მათ შორის, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის. ამაზე ღია განცხადებები გაკეთდა",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics