|
2023-09-26 12:22:32, 716 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება
სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "გამორიცხული არაფერია". „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“,- აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა და "პრეზიდენტმა თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს". „ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას“,- განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მერისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი დოკუმენტს, რომელიც მას იუსტიციის სამინისტრომ გადაუგზავნა. „ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ, რა არის მიზეზი, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელს არ აწერს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხოლო ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)