|
2023-09-25 19:16:11, 907 ნახვა
საზოგადოება
თათია ნიკოლაშვილი - ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა დამლაგებლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა
ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, რომელიც დამლაგებლს და ერთ მშობელს დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნიკოლაშვილის თქმით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით გადაიყვანა. "ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა დამლაგებლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობით და კიდევ ერთ მშობელს. ამ დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და აქ ორი სოფლის ბავშვები დადიან. ავთანდილ თალაკვაძე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ რომ გყავთ ბავშვები თქვენს მუნიციპალიტეტში, რა გერეკლამებათ? რა გემანქანებათ და საერთოდ ამხელა პასუხისმგებლობას როგორ იღებთ საკუთარ თავზე ?! თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ცოცხალია საერთოდ", - წერს სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)