|
2023-09-25 14:02:07, 599 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია
"საქართველოს ბანკი" ნიჭიერი, მიზანდასახული და შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და Miami Ad School Europe-ის მიერ შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან კრეატიულ სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრება. წლევანდელი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სოფი ივანიშვილია, ის ორი წლის განმავლობაში ბერლინში, MASE-ში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Art Direction-ის მიმართულებით - გაივლის პრაქტიკულ კურსებს, ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს მსოფლიოში ცნობილ კრეატიულ სააგენტოებთან, დააგროვოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდეს გლობალური კრეატიული ქსელის წევრი. აღსანიშნავია, რომ წელს სასტიპენდიო პროგრამაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის - 160-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა. პირველ ეტაპზე ჟიურიმ გამორჩეული და ორიგინალური იდეის მქონე პორტფოლიოს ავტორები გამოავლინა, შემდეგ კი 5 საუკეთესი შედეგის მქონე მონაწილე შეარჩია, რომელთაგანაც სოფი ივანიშვილი გამარჯვებულად დაასახელა. აპლიკანტებს ქართველი კრეატიული სფეროს პროფესიონალები და MASE-ს გუნდის წევრები აფასებდნენ. „საქართველოს ბანკი" აქტიურად აგრძელებს ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ MASE-სთან ერთად ოთხი წლის წინ შევქმენით "საქართველოს ბანკის" ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. ჯამურად მივიღეთ 300-ზეტი აპლიკაცია და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით, უკვე სამმა ახალგაზრდამ გააგრძელა სწავლა ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა და Copywriting-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. წელს მათ რიცხვს სოფი ივანიშვილიც შეუერთდა. ძალიან გვახარებს, რომ პროგრამის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ წელს აპლიკაციების რეკორდული რაოდენობა - 160-ზე მეტი აპლიკაცია - მივიღეთ. აღნიშნული შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს კი გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც მომავალში უკეთესი, უფრო ინკლუზიური და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, სტუდენტს სწავლის 50%-ს Miami Ad School Europe-ი უფინანსებს, 50%-ს კი - "საქართველოს ბანკი". შესაბამისად, სტიპენდია სწავლის საფასურის 100%-ით დაფინანსებას გულისხმობს.
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)