|
2023-09-25 11:22:10, 805 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე პრეზიდენტს - ჩამოყალიბდით ჯაშუში ფარცხალაძის მხარეს ხართ თუ საქართველოს ინტერესების მხარეს
ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის „ქართული ოცნების“ მთელი დაჯგუფება, თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. "მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი და ის მხილებულია აშშ-ის მხრიდან, შესაბამისად, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საკითხია. არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, არის ტყუილი, რომ რაღაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მაგრად მიეცემა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვიდრე რუსეთის მოქალაქე. სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, როცა საუბარია ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ... პირდაპირ მივმართავ, ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის „ქართული ოცნების“ მთელი დაჯგუფება, თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს. ეს არის გადამწყვეტი საკითხი. აბსურდი და სისულელეა სხვა ყველა არგუმენტი, რაც მოგაქვთ. კითხვა მაქვს თქვენთან, რატომ შეუნარჩუნეთ პრივილეგიები ფარცხალაძეს? როდესაც გადამწყვეტი საკითხები იყო, თქვენ ყოველთვის "ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე). 19 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე მის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა და შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებდა. 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტთან გადააგზავნა. 22 სექტემბერს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)