23:13 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 17:25:06, 918 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“ - რას უკრავთ ტაშს, რომ შოვში 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?

უმრავლესობას მინდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს?! - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?- ამის შესახებ "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, შოვში სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად "ყველაფერი არ იყო გაკეთებული".

"როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, მე იცით, რისი მოსმენა მაინტერესებს? - რის გაკეთებას აპირებთ მათ შორის მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან, რისი გაკეთება შეიძლებოდა ამისთვის, ამას უნდა გვიყვებოდეთ თქვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმიტომ, რომ არ არის ყველაფერი გაკეთებული",- მიმართა სამადაშვილმა გომელაურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics