|
2023-09-22 15:12:40, 670 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა. „ტრენინგს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი და ამავე დეპარტამენტის პროკურორები უძღვებოდნენ. საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება, რაც მიზნად სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)