|
2023-09-22 12:35:54, 631 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე დავითაშვილს - როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი
ანაკლიაში პირველი გემი 2020 წლის დეკემბერში უნდა შემოსულიყო, მიპასუხეთ, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი?,- ამ შეკითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ. გოცირიძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგა. „მთავარი შეკითხვა იყო, თუ რატომ ფერხდება ანაკლიის პორტის განვითარება, რატომ არ აცხადებს მთავრობა ინვესტორის მოსაზიდად კონკურსს და როდის აპირებს მას. მოგვიანებით გავიგეთ, რომ დაახლოებით, 20-მდე კომპანიამ შემოიტანა განაცხადი და აქედან, გუშინწინ მივიღეთ ბოლო ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია 2 კომპანია და გადაიყვანა მეორე ტურში. რას ნიშნავს მეორე ტური, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვაზუსტებ - გთხოვთ დაასახელოთ, ვინ არის ეს ორი კომპანია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ესენი ჩინური ან რუსეთთან დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიბად არ არიან. ხომ არ არის აქ ისეთი საფრთხეები, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთი გავლენის ქვეშ მოექცევა, რომ დაკარგოს გეოპოლიტიკური ხიბლი. რომელმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში, გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს, რომ გამჟღავნდეს საჯარო ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს შედარება ამ ორ კომპანიას და 20-მდე დანარჩენ კომპანიას შორის, რა პრინციპით შეირჩა ის. გვაინტერესებს, მონაწილეობდა თუ არა დასავლური, აშშ-იდან კომპანიები. რაც შეეხება ანაკლიის პორტის გაჩერებას, ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შანსი, როდესაც ეს პროექტი შეიძლება გამხდარიყო რეგიონში უდიდესი არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის... ჩვენ დღეს ვიმყოფებით, დაახლოებით, 10 წლით უკან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელმაც დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნები, ვინაიდან პარალელურად შენდებოდა შავ ზღვაზე ტამანის პორტი და ეს მშენებლობა დაიწყო ერთდროულად. ეს პორტი დღეს მუშაობს და გამართულია ანაკლიის პორტის პროექტი კი, კვლავ ჰაერშია ჩამოკიდებული. პირდაპირ რუსეთის დავალება იქნება შესრულებული „ქართული ოცნების“ მიერ. ის არგუმენტები, რაც პროექტის გაჩერებას ახლავს, არის აბსოლუტურად უაზრო და დაუჯერებელი“,- განაცხადა გოცირიძემ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)