19:13 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:16:51, 2184 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,  სამინისტრო მუშაობს ყველა მოსალოდნელი რისკის გაანალიზებაზე და ყველა გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

„EBRD-ის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%, ხოლო ჩვენი პროგნოზი დღეისათვის არის 5%.  ჩვენ ცხადია ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე და ეროვნულ ბანკთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციის შედეგად  გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რა ვითარება იქნება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა .

მან კომენტარი ასევე ლარის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა.

მისი თქმით იანვარში სამინისტროს მხრიდან ლარის გაცვლით კურსზე დაწოლა არ ყოფილა.

„ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში ლარის გაცვლით კურსზე  დაწოლა არ ყოფილა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული ეს ნიშნავს, რომ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იმ გეგმის მიხედვით იქნება, რომელიც ჩვენ გვაქვს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი არსებულ ვითარებას აკონტროლებს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics