15:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 15:55:09, 640 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - თურნავა 2021 წელს ჩართული იყო ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში, როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიგინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, 2021 წელს ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ნათია თურნავამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანიასთან, რომლის დამფუძნებელიც რუსი ოლიგარქი რომან ბოკერიაა.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან და რუსეთთან, რაც დამატებით ახსნის მის გუშინდელ მოქმედებებს რუსული ინტერესების სასარგებლოდ და ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ. 

ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავამ, რომელიც იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია "საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯისთან", რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი, ფარცხალაძის პარტნიორი ვინმე რომან ბოკერია. ის და მისი მეუღლე, ოჯახი, ჩართულები არიან ანტისაქართველოს მოქმედებებში, როგორც ფრენების აღდგენის საკითხში, ასევე მუშაობენ რკინიგზის აღდგენის საკითხებზე და ეს ზოგადად, ძალიან საინტერესო და ბინძური ფიგურაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ადამიანთან მოაწერა ხელი მემორანდუმს, სადაც მას პირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას ანუ საქართველო, თურნავას ხელით, ხელს აწერს რუსი ოლიგარქის კომპანიასთან მსგავს მემორანდუმს, რომ შეუწყოს მათ ხელი.

ზუსტად ამ ბოკერიასთან ერთად, 2022 წელს ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში აფუძნებს იდენტურ კომპანიას - "მოსკოვის ბიზნეს ბროკერჯის", სადაც ფარცხალაძე არის 50%-ის მფლობელი. ანუ, ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში, როგორც ფარცხალაძესთან, ასევე, რუს ოლიგარქებთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ეს კარგად ხსნის, თუ რამდენად დიდია ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით ფარცხალაძის სანქცირების შედეგად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", უნდა ვიყოთ შეტევაზე რუს აგენტებთან და უნდა მოვითხოვოთ ამ ბრძანების გაუქმება და ნათია თურნავამ ასევე უნდა აგოს პასუხი, როგორც რუსული ინტერესების გამტარებელმა",- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics