16:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 19:53:06, 640 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე, რომელიც "გამარჯვების პლატფორმის" ორგანიზებით იმართება, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციაზე ცოტა ხნის წინ დაიწყო სიტყვით გამოსვლები.

"ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მისი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს... საჭიროა, რუსული მთავრობის დემონტაჟი, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება. ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომლისთვისაც ვიბრძოლებთ ქუჩებში",- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად,  სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა, მესამე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

დღეს, 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.  









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics