01:05 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 19:20:23, 786 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი ხელისუფლებაზე - ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია!

ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟს აპირებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

კრამონის თქმით, "ხელისუფლებამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა".

"ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟს აპირებს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობისკენ. შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ქუჩაში გამოვიდა. ევროპული იდენტობა წყლის ჭავლით ვერ ჩამოირეცხება, ევროკავშირის დროშის დაწვა ქართველთა გულებში ვერ დაწვავს ევროკავშირს და ძალადობა უსარგებლოა თავისუფლებისთვის მებრძოლების მიმართ.

საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა, ხელისუფლებამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ხალხი საკუთარ ძალას გამოავლენს. დადგა დრო, მივბაძოთ ქართველებს და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი მთავრობა არ იმსახურებდეს",- განაცხადა კრამონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics