01:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 16:01:38, 701 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - არ მეშინია ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული - მეძახონ უკულტურო და გაუნათლებელი, არ მაქვს პრობლემა

მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ოპოზიცია "ვერ ინელებს იმას, რომ კულტურის სამინისტროში მიდგომები შეიცვალა".

"თქვენ, ალბათ, ხედავთ, რომ ოპოზიციას ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, თავიანთ ტელევიზიებზე ვამბობ, კივილით და ვერ ინელებენ, ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. აი, ასე მოუხდება ყველას.

რატომ?! იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ, რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ მე ხელს ვერ შემიშლის.

ესენი არიან უკმაყოფილო იმით, რომ აღარ არიან გაპარპაშებული და რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა. მე მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ. მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ იმაზე, რომ მლანძღავენ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს",- განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics