|
2023-09-20 12:35:25, 684 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - რაგბის 23 გუნდისთვის შევისყიდეთ 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი
თბილისის მერიამ, საქართველოს რაგბის კავშირის მომართვის საფუძველზე, რაგბის 23 გუნდისთვის 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი შეისყიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიამ ინვენტარისა და ეკიპირების პროგრამის ფარგლებში, არაერთ სპორტულ კლუბს შეუწყო ხელი. „დედაქალაქში მოზარდებისა და ბავშვების არაერთი სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს. კლუბების ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ინვენტარის მუდმივი განახლება და შევსება. 6-14 წლის ასაკი არის ბავშვებისთვის და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უნარების შეძენისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. კარგი ინვენტარი და შესაბამისი საწვრთნელი გარემო მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუხსნის გზას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საბავშვო ფესტივალებში, მოზარდ მორაგბეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე სპორტული შედეგების გაუმჯობესებას. „იცით ჩემი დამოკიდებულება სპორტში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროცესს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც რაგბის შედეგებზეც აისახა, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)