17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 12:00:18, 735 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს, გასაბერი ნავებიდან, ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.

„1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე, მოქალაქეს, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით,  უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

2 სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.

1 სამართალდარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მოქალაქე, მდინარე ჩხერიმელაზე ე.წ ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას.

გარემოსადცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები. მდინარე დებერას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი ოდენობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics