16:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 23:14:11, 1056 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით და დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს.

„ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. როგორც ადრე აზერბაიჯანთან აღვნიშნეთ, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს. მოწოდებით გამოვდივართ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაქომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics